-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მრავალგზის ჩემპიონი ბორდო ფინანსური პრობლემების გამო რანგით მე-3 დივიზიონში დაქვეითდა.
ბორდოს, რომელმაც 6 ჩემპიონობიდან ბოლო 2009 წელს მოიპოვა, 9 ივლისს 40-მილიონიანი დავალიანება დაეკისრა.
კლუბის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ლივერპულის მფლობელ FSG-სთან და შეთანხმების შემთხვევაში არსებული ვალდებულებები დაიფარებოდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა და FSG-მ მოლაპარაკების მაგიდა დატოვა.
მოვლენების ასეთი განვითარების გამო ბორდოს მოუწია, რომ ბედს შეეგუოს და სასჯელს დაექვემდებაროს, რაც ლიგა 2-დან National 1-ში, ანუ რანგით მე-3 დივიზიონში დაქვეითებას გულისხმობს.
კლუბმა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბორდო ზურიკო დავითაშვილმა დატოვა და სენტ-ეტიენში გადავიდა. კლუბმა ქართველის ტრანსფერის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო მიიღო.
ბორდოში ისეთ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც ზინედინ ზიდანი, ბიქსენტ ლიზარაზუ, ჟან ტიგანა და კრისტოფ დუგარი არიან. რამდენიმე წლის წინ ამ გუნდის ღირსებას მადრიდის რეალის ნახევარმცველი ორელიან ჩუამენიც იცავდა, რომელიც სწორედ ბორდოს აღზრდილია.
გუნდს საფრანგეთის მე-3 დივიზიონში 1930-იანი წლების შემდეგ არ უთამაშია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები