სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგ ჟურნალისტს რომენ მოლინას თუ დავუჯერებთ, ანტუან გრიზმანს ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმა აქვს.
როგორც იცით, ატლეტიკოს შემტევმა ნაკრებში კარიერის დასრულებაზე განცხადება ერთი კვირის წინ გააკეთა.
თუმცა, ჟურნალისტი მოლინა ამტკიცებს, რომ გრიზმანს ზიდანის სტილში დაბრუნება სურს, რომელიც ნაკრებში წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ დააბრუნეს, როცა გუნდს მდგომარეობა დაუმძიმდა და 2006 წლის მუნდიალზე კაპიტნადაც დანიშნეს.
გრიზმანიც, თავის მხრივ, ელოდება, როდის წაუვა გუნდს საქმეები ცუდად და მას ნაკრების გადამრჩენლად დაუძახებენ.
ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ, როგორც ისევ და ისევ რომენ მოლინა ამტკიცებს, გრიზმანი ნაკრებში თავს დაუფასებლად გრძნობდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები