სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანხელ დი მარიამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა.
გადამწყვეტი მატჩი ზუსტად ორი წლის წინ, 2022 წლის 18 დეკემბერს გაიმართა.
- რამდენჯერ გაქვს ფინალი ნანახი?
ვფიქრობ, ორჯერ. კი, ორჯერ ნამდვილად მექნება ნანახი. ფრაგმენტებიც მხვდება ხოლმე - რაღაც მომენტები, გოლები, ან რაღაც სხვა. შეუძლებელია სოციალურ ქსელებში ეს კონტენტი არ გხვდებოდეს, ეს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი მოვლენაა.
- რას გრძნობ, როცა ხედავ საკუთარ თავს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ზის და ფიქრობს, რომ ალბათ, გამარჯვება ხელიდან უსხლტდება.
„ახლა აღარაფერს. მაგრამ იმ დროს ამას უბრალოდ ვერ ვიჯერებდი. მეორეს მხრივ, მაინც მჯეროდა, რომ შედეგი ხელიდან არ გაგვივარდებოდა, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ვერ დაგვემართებოდა. დიდებული ფინალი ჩავატარეთ, ყველა ყველაფერს კარგად აკეთებდა და ხელიდან რომ გაგვეშვა მატჩი, რომელშიც 75 წუთი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ...
... მხოლოდ იმის გამო, რომ კილიანმა უცებ წამიერად "გაიღვიძა" - ეს მათთვის სრულიად დაუმსახურებელი იქნებოდა. მე მიმაჩნია, რომ გამორჩეული ფინალი ჩავატარეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით. იმ მომენტებში ერთადერთი, რაც თავში მქონდა - იყო ის, რომ გამარჯვებას ხელიდან არ გავუშვებდით." - აღნიშნა არგენტინის ნაკრების ყოფილმა ერთ-ერთმა ლიდერმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები