ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 1/8 ფინალური ეტაპი დასრულდა.
საინტერესო სიტუაციაა ბომბარდირთა დავაში, რომელსაც 4 გოლით ანხელ დი მარია ლიდერობს. არგენტინელის ბენფიკა ტურნირს უკვე გამოეთიშა.
3 გოლი 12 მოთამაშეს აქვს გატანილი, მათგან 5 კი გათამაშებიდან უკვე გავარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბომბარდირობისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ.
ანხელ დი მარია (ბენფიკა) - 4 გოლი
მაიკლ ოლისე (ბაიერნი) - 3 გოლი, 2 საგოლე გადაცემა
გონსალო გარსია (რეალი) - 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა
ჰარი კეინი (ბაიერნი) - 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა)
სერუ გირასი (დორტმუნდი) - 3 გოლი
მარკოს ლეონარდო (ალ ჰილალი) - 3 გოლი
ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) - 3 გოლი
პედრუ ნეტუ (ჩელსი) - 3 გოლი
საკლუბო მუნდიალის ყველა 1/4 ფინალური წყვილი გაირკვა