მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 2024 წლის ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
5 ივლისს, 20:00-ზე, საქართველო ფიჯის ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე მასპინძლობს. ამ მომენტისთვის ფიჯი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა, საქართველო კი მე-13 ადგილს იკავებს და გამარჯვების შემთხვევაში მომავალ მეტოქე იაპონიას (მე-12 ადგილზე) გადაასწრებს.
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 19 კეპი, 114 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 40 კეპი, 185 ქულა), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 36 კეპი, 20 ქულა), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 57 კეპი, 40 ქულა), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 29 კეპი, 63 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 52 კეპი, 351 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 84 კეპი, 78 ქულა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 5 კეპი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 12 კეპი, 15 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 7 კეპი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 7 კეპი, 10 ქულა), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 12 კეპი, 5 ქულა), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 7 კეპი, 10 ქულა), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 12 კეპი, 10 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 45 კეპი, 60 ქულა, კაპ.);
მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 4 კეპი), 18. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 4 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 16 კეპი, 5 ქულა), 20. ბექა საღინაძე (ლიონი, 39 კეპი, 15 ქულა), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 32 კეპი, 25 ქულა); 22. გელა აფრასიძე (ბაიონე, 52 კეპი, 35 ქულა), 23. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 112 კეპი, 90 ქულა).
ჩვენ და ფიჯი
აქამდე ფიჯისთან 7-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით კუნძულელებს დადებითი ბალანსი აქვთ. აღსანიშნავია, რომ ამ 7 მატჩიდან 4 ნეიტრალურ მიედანზე გაიმართა, ორი ფიჯიზე და მხოლოდ ერთი საქართველოში, თბილისში. ეს 2012 წელს მოხდა. მაშინ ფიჯის ისტორიაში პირველად დავუპირისპირდით და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქემ მიხეილ მესხის სტადიონზე 24:19 იმარჯვა.
2016 და 2018 წლებში ფიჯის ორჯერ ვეწვიეთ. პირველ შემთხვევაში საქართველომ სრულფასოვანი რევანში აიღო, მეტოქეს ლელო არ გაატანინა და მეტოქე 14:3 დაამარცხა. ორი წლის შემდეგ კუნძულელები სუვაში უკეთ გამოიყურებოდნენ და 37:15 გაიმარჯვეს.
მომდევნო ოთხი თამაში ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართა და მათგან ორი მსოფლიო თასის ეგიდით შედგა. 2019 წელს, იაპონიაში, კუნძულელებმა ურთიერთშეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით, 45:10 გაიმარჯვეს. 2020 წელს, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, ფიჯის შემოდგომის ერთა თასზე ედინბურგში შევხვდით და უპირატესობა კვლავ მეტოქის მხარეს იყო – 38:24.
ერთი წლის თავზე ფიჯისთან ტესტ-მატჩს ესპანეთმა უმასპინძლა და ამჯერად გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. მართალია მეტოქეს ლელო ვერ გავუტანეთ, თუმცა გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა და საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა – 15:15.
2023 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან შეხვედრას ბორდომ უმასპინძლა. ლელო ვერც ამჯერად გავიტანეთ. მოვიგეთ პირველი ტაიმი და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მცირედი სხვაობისთვის მხოლოდ პრესტიჟის ქულას დავჯერდით – 12:17. თამაში იმდენად დაძაბული და დამღლელი აღმოჩნდა, რომ ფიჯელ მორაგბეებს გამარჯვების აღსანიშნავად ენერგია აღარ შერჩათ და დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო მედია ამ ფაქტზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა.
მთლიანობაში, ფიჯი დავამარცხეთ მხოლოდ ერთხელ, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, 5 შემთხვევაში კი მეტოქემ იმძლავრა. გავიტანეთ 8 ლელო და 109 ქულა, თავად კი 25 ლელო და 179 ქულა მივიღეთ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის აჭარაბეთ არენაზე ბორჯღალოსნები ისტორიაში მეორედ ითამაშებენ. პირველად 2022 წლის ზაფხულში იტალიას ვუმასპინძლეთ და ტიერ 1-ის გუნდთან პირველი, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ – 28:19. იმედია აჭარაბეთ არენა ბორჯღალოსნებისთვის ამჯერადაც ფეხბედნიერი აღმოჩნდება და ფიჯისთან 8-წლიანი პაუზის შემდეგ მეორე გამარჯვებას ვიზეიმებთ.
წყარო: rugby,ge
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
3 საათის წინ
7 საათის წინ
2 დღის წინ
8 საათის წინ