-
Aa
+
ფონტის ზომა
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ავჭალის სტადიონზე ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 40-7 დაამარცხა.
მატჩის პირველი ტაიმი 19-0 დასრულდა. ლელოები თორნიკე კახოიძემ, ვასილ ლობჟანიძემ და აკაკი ტაბუცაძემ მიითვალეს, 2 გარდასახვა კი ლუკა მატკავამ შეასრულა ზუსტად.
მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა კიდევ 3 ლელო დადეს - გიორგი მამაიაშვილმა, ბექა საღინაძემ და გიორგი ჯავახიამ. სამივე შემთხვევაში გარდასახვა ზუსტად დავით ნინიაშვილმა გამოიყენა.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში შვეიცარია გაანადგურა რეკორდული ანგარიშით 110-0, მომდევნო ტურში კი მადრიდში ესპანეთს დავუპირისპირდებით. მატჩი 16 თებერვალს გაიმართება.
ფოტო: Georgian Rugby
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები