-
Aa
+
ფონტის ზომა
9 თებერვალს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში UFC 312 გაიმართება, სადაც საინტერესო ბრძოლებს ვიხილავთ.
ქართველებისთვის მთავარი დაპირისპირება მეინ ქარდზე არ გაიმართება. ჩვენი ყურადღება პრელიმებისკენ იქნება მიმართული, სადაც ალექსანდრე თოფურია თავის სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს UFC-ში. მისი მეტოქე ასევე დებიუტანტი, ავსტრალიელი კოლბი თიქნესი იქნება.
ვიდეო: თოფურია vs თიქნესი - პირისპირ დგომი შედგა
ამ ბრძოლას არა მხოლოდ ქართველები ელოდებიან. იშვიათია, როცა სადებიუტო მებრძოლების დაპირისპირებას ასეთი აფიშა აქვს. ამის მიზეზი კი ამ სპორტსმენების გუნდები და მათ კუთხეებში მდგომი ადამიანები არიან.
ალექსანდრე თოფურიას კუთხეში მისი ძმა, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია იქნება, კოლბი თიქნესს კი ზურგს ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი და ყოფილი ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი გაუმაგრებს, რომელმაც თავისი ქამარი სწორედ ილიასთან ბრძოლაში დაკარგა.
ილია და ალექსანდრე თოფურიები - მორიგი ძმები სპორტულ სამყაროში
თოფურიასა და თიქნესის დაპირისპირებას საქართველოს დროით 05:00 საათზე უნდა ველოდოთ.
საინტერესო ჩხუბებს ვიხილავთ UFC 312-ის მეინ ქარდზეც. მთავარ ბრძოლაში საშუალო წონის ტიტულისთვის ჩემპიონი დრიკუს დუ პლესი შონ სტრიკლენდს მეორედ დაუპირისპირდება. სამხრეთ აფრიკელმა სწორედ სტრიკლენდთან პირველ ბრძოლაში მოიპოვა ქამარი, ახლა კი შონი შეეცდება რევანში აიღოს და ჩემპიონის წოდება დაიბრუნოს.
ამ ბრძოლამდე თანამთავარ დაპირისპირებაში ქალთა ყველაზე მსუბუქი (Strawweight) წონის ჩემპიონი თავის ტიტულს დაუმარცხებელ ტატიანა სუარესთან დაიცავს.
მეინ ქარდზე, რომელიც 07:00 საათზე დაიწყება, ასევე ვიხილავთ შემდეგ ბრძოლებს:
ჯასტინ ტაფა vs ტალისონ ტეიშეირა
ჯიმ კრუტი vs როდოლფო ბელატო
ჯეიკ მეთიუზი - vs ფრანსისკო პრადო
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები