მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
8 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც იცით, apeople-ს ოფისში ვიზიტის დროს, მერაბ დვალიშვილმა აღნიშნა, რომ მისი მომავალი ბრძოლა ივნისში გაიმართება და სავარაუდო მეტოქე ან შონ ო'მალი იქნება, ან პიოტრ იანი.
adjarabetarena-ს ინფორმაციით, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის მომავალი მეტოქე ამერიკელი შონ ო'მალი იქნება და დაპირისპირება 2025 წლის 7 ივნისს გაიმართება.
მხარეებს შორის კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა დადასტურებულად შეგვიძლია მივიღოთ ის ფაქტი, რომ ქამრის მორიგ დაცვას ქართველი ჩემპიონი სწორედ ამერიკელის წინააღმდეგ შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ ო'მალისა და დვალიშვილის პირველი დაპირისპირება 2024 წლის 15 სექტემბერს გაიმართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქართველის გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამ ბრძოლაში გახდა დვალიშვილი პირველად UFC-ს მსოფლიო ჩემპიონი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები