მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
FootMercato-ს ფრანგი ჟურნალისტი, სანტი აუნა, რომელმაც გასულ ზამთარს კილიან მბაპეს პსჟ-დან წასვლა და რეალში გადასვლა პირველმა დააანონსა, გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერზე წერს.
მისი ინფორმაციით, მეცის ქართველი ფორვარდი მონაკოს სპორტულ დირექტორს, ტიაგო სკუროს უკვე ელაპარაკა და უახლოეს პერიოდში, გუნდის მთავარ მწვრთნელის, ადი ჰიუტერსაც უნდა გაესაუბროს.
სათქმელია, რომ გიორგის მონაკოს პროექტი ძალიან იზიდავს და კარიერის მონეგასკურ კლუბში გაგრძელებას ისურვებდა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი კონტრაქტით აიაქსთან არის დაკავშირებული, თუმცა ნიდერლანდური პრესის ცნობით, კლუბი მის გაყიდვას ისურვებდა.
ჯერჯერობით ტრანსფერზე საუბარი ნაადრევია და მხარეებს შორის პირველადი კონტაქტი მიმდინარეობს. მიქაუტაძესთან პირად საკითხებზე შეთანხმების შემთხვევაში, მონაკო აიაქსთან მოლაპარაკებების წამოწყებას მხოლოდ ამის შემდეგ შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ 2023/24 სეზონი მონაკომ მე-2 ადგილზე დაასრულა და 2019/20 წლების შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
10 საათის წინ
15 საათის წინ
15 საათის წინ
15 საათის წინ