მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქონიასპორმა სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა დაიწყო. თურქული კლუბი სერიოზულად ინტერესდება დინამო კიევის 23 წლის მარჯვენა შემტევის გიორგი წიტაიშვილის დამატებით, რომელმაც ბოლო სეზონი იჯარის წესით დინამო ბათუმში გაატარა. - ინფორმაციას თურქული პრესა ავრცელებს.
ქონიასპორის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ წიტაიშვილს შეუძლია გუნდი შეტევით ხაზში მნიშვნელოვნად გააძლიეროს, ამიტომ ტრანსფერის დაჩქარებას ცდილობს. გულშემატკივრებსაც ერთი სული აქვთ, როდის ნახავენ ახალგაზრდა მოთამაშეს თავიანთ გუნდში.
წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. ეროვნულ გუნდში ის მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, კლუბში კი მარჯვენა შემტევია.
გიორგი ამ მომენტისთვის კიევის დინამოს საკუთრებაა. მისი დამატებით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
4 საათის წინ
8 საათის წინ
8 საათის წინ
4 საათის წინ