ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიური გამოცემა Rai Sport-ის ცნობით, ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ანტონიო კონტესთან შეთანხმებას მიაღწია.
თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, ახალი სეზონიდან ნეაპოლიტანურ კლუბს სათავეში სწორედ ცნობილი იტალიელი სპეციალისტი უნდა ჩაუდგეს.
მხარეებმა სამწლიან კონტრაქტზე მოილაპარაკეს და კონტეს წლიური ანაზღაურება 6.5 მილიონი ევრო იქნება.
ანტონიო ფიქრობს, რომ ამჟამად ის ნაპოლისთვის იდეალური მწვრთნელია და გუნდს შარშანდელი ჩემპიონობისა და წელს ჩავარდნის შემდეგ, მენტალურად აღორძინებაში დაეხმარება.
ახლა ყველაფერი აურელიო დე ლაურენტისზეა დამოკიდებული, რომელიც კონტეს გარდა ჯანპიერო გასპერინის და სტეფანო პიოლის ვარიანტებსაც განიხილავდა. თუ ის კონტრაქტის მოწერას საბოლოოდ აუნთებს მწვანეს, იუვენტუსის და ინტერის ყოფილი მწვრთნელი ნაპოლისთან შეთანხებას უახლოეს პერიოდშივე გააფორმებს.
კომენტარები
4 დღის წინ
5 დღის წინ
4 დღის წინ