სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იუვენტუსის ნახევარმცველს, პოლ პოგბას, დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო მისჯილი 4-წლიანი ბანი შეუმსუბუქეს.
როგორც ავტორიტეტული უცხოური პრესა იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელის სასჯელი 4 წლიდან 18 თვემდე შემცირდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოგბას იანვრიდან იუვენტუსთან ერთად ვარჯიშის განახლება შეეძლება, ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას კი ის 2025 წლის მარტიდან მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ დოპინგ-ტესტზე პოგბა წინა სეზონის სერია ა-ს პირველი ტურის მატჩის შემდეგ ჩავარდა, რომელშიც, ბედის ირონიით, მონაწილეობა არ მიუღია და მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები