მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების და ემპოლის მცველი საბა გოგლიჩიძე რომას უახლოვდება.
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კლუბები მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე იმყოფებიან.
ამავდროულად, ქართული Geo Team წერს, რომ რომას გარდა ფეხბურთელით იუვენტუსიც ინტერესდება, რომელიც თავის პირველ შეთავაზებას ამზადებს.
თავის მხრივ, რომამ ემპოლის 10 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა და კლუბებს შორის საკმაოდ დადებითი კომუნიკაციაც შედგა.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორივე კლუბი ყველაფერს გააკეთებს გოგლიჩიძის ტრანსფერის დასახურად, თუმცა თუ დი მარციოს დავუჯერებთ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში წინ რომაელები არიან.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები