-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 23-ე ტურში რომამ და ნაპოლიმ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
მატჩი სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
29-ე წუთზე მასპინძელთა კარი რომას ექს-ფეხბურთელმა, ლეონარდო სპინაცოლამ აიღო და კონტეს გუნდი დააწინაურა.
იტალიელი სპეციალისტი თავის სტილში მინიმალური უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდა და ეს თითქმის გამოუვიდა კიდეც, თუმცა ანხელინომ 90+2 წუთზე ნეაპოლიტანელთა ზეიმი თავისი გოლით ჩაშალა და ანგარიში გაათანაბრა.
ნაპოლიმ 23 მატჩის შემდეგ 54 ქულა დააგროვა და ცხრილში ლიდერობას აგრძელებს, რომა კი 31 ქულით მე-9 პოზიციაზეა. თავისი გადადებული მატჩის მოგების შემთხვევაში [კალიარისთან] ინტერი ლიდერს ქულებით გაუთანაბრდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები