მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანურ დერბიში ინტერს სამი გოლი გაუუქმეს.
სერია ა-ს 23-ე ტურის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა - გამათანაბრებელი გოლი სტეფან დე ვრეიმ ბოლო წუთებზე გაიტანა და ინძაგის გუნდი მარცხს გადაარჩინა.
თამაშის მსვლელობისას არბიტრმა დანიელე კიფიმ ინტერის სამი გოლი გააუქმა - ფედერიკო დიმარკოს მე-7 წუთზე გატანილი გოლი ლაუტარო მარტინესზე თამაშგარის გამო გაუქმდა. როცა არგენტინალმა 33-ზე თავად გაიტანა, მაშინ თამაშგარეში ნიკოლო ბარელა აღმოჩნდა.
ლაუტარომ გოლის გატანა 64-ზეც შეძლო, თუმცა ამ შემთხვევაში კარის აღება დენზელ დუმფრისის ტეო ერნანდესზე დაჯარიმების გამო არ ჩაითვალა.
გარდა ამისა, ინტერმა ამ მატჩში მილანს მეორე ტაიმში სამჯერ ბურთი ერთიდაიგივე ძელს მოუარტყა - 67-ზე იან ბისეკმა, 82-ზე მარკუს ტურამმა და დენზელ დუმფრისმა 91-ზე.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები