2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, უეფა ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩებიდან ექსტრა-ტაიმების ამოღებას განიხილავს.
ამ ნაბიჯით ორგანიზაციას სურს, ისედაც გადატვირთული კალენდარი ტოპ კლუბებს შედარებით შეუმსუბუქოს, რადგან ექსტრა-ტაიმების ამოღება ნაკლებ ნათამაშებ წუთს ნიშნავს.
ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ თუ ასეთი ნაბიჯი გადაიდგა, ორი მატჩის ჯამში გუნდებს შორის ფრის დაფიქსირების შემთხვევაში, პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნება.
ასეთი პრაქტიკა გამოყენებულია ესპანეთის და იტალიის სუპერთასებზე, სადაც ფრის შემთხვევაში ექსტრა-ტაიმების გარეშე პირდაპირ პენალტები ინიშნება, იგივეა კოპა ამერიკას პლეი-ოფშიც, სადაც დამატებითი დრო მხოლოდ ფინალში ინიშნება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები