მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანტონიო რუდიგერის ტრავმის სიმძიმე გაირკვა.
გერმანიის ნაკრების მცველმა დაზიანება ესპანიოლთან გუშინდელ მატჩში მიიღო და პირველივე ტაიმში შესაცვლელი გახდა.
ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის ბიცეფსი აქვს დაზიანებული და დაახლოებით 20 დღეს გამოტოვებს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, რუდიგერი რეალს სიტისთან ორივე (11 და 19 თებერვალს) მატჩს გამოტოვებს და ასევე, ვერ დაეხმარება მადრიდელებს მადრიდულ დერბიშიც, რომელიც 8 თებერვალს, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები