მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჟურნალისტ ედუ აგირესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუმ ბევრ თემაზე ისაუბრა და მათ შორის, მადრიდის რეალის დატოვებაზეც.
2018 წელს პორტუგალიელი სამეფო კლუბიდან ტურინის იუვენტუსში გადავიდა.
„რატომ დავტოვე მადრიდის რეალი? ახალი გამოწვევებისთვის! პრეზიდენტს ვუთხარი ჩემი სურვილის შესახებ და თავიდან ის დამთანხმდა. წასვლის მოლაპარაკებების დროს არ მომეწონა, როგორც მექცეოდა პერესი, მაგრამ ეს გასაგებია, ის სულ ასე იქცევა. ბოლოს, ფლორენტინოს უკან დახევა სურდა, მაგრამ ამის შანსი აღარ არსებობდა, რადგან იუვენტუსისთვის სიტყვა მქონდა მიცემული.
ესპანეთი ჩემი სახლია, იქ ჩემი შვილები დაიბადნენ და რეალი ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ამ კლუბში ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები გავატარე და ძალიან მსიამოვნებს, როცა მადრიდის ფანები მეუბნებიან, რომ ვენატრები." - აღნიშნა პორტუგალიელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები