მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ედუ აგირესთან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესისთან მეტოქეობაზე ისაუბრა.
აგირე: "ფანები მესიზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ის შენი მტერი იყო, შენ არასდროს არ გქონია ცუდი ურთიერთობა მესისთან."
რონალდუ: "არასდროს, პირიქით. ჩვენ 15 წელი ერთ სცენას ვიზიარებდით და ყოველთვის კარგად ვიყავით ერთმანეთთან. ერთხელ მახსოვს მის ნათქვამს ინგლისურად ვთარგმნიდი, ეს სახალისო იყო. ის ყოველთვის კარგად მექცეოდა. რა თქმა უნდა, ის თავის კლუბსა და ნაკრებს იცავდა და მე ჩემსას.
მას ყოველთვის თამაში და გოლის გატანა სურდა, ისევე როგორც მე, ეს ჯანსაღი ბრძოლა იყო. ეს აირტონ სენასა და პროსტის დაპირისპირებას ჰგავდა. ისინი ერთმანეთს მოტივაციას აძლევდნენ." - განაცხადა პორტუგალიელმა.
"უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა", - რონალდუმ რეალიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები