მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-17 ტურში ბუდუ ზივზივაძის ახალი გუნდი ჰაიდენჰაიმი სტუმრად ბრემენის ვერდერს დაუპირისპირდა.
შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 3:3 დასრულდა.
ბუდუმ მოედანზე მთელი მატჩი ჩაატარა და მეორე გამათანაბრებელ გოლზე საგოლე პასიც მიითვალა - ქართველი ფორვარდისთვის ეს გერმანიის უმაღლეს დივიზიონში პირველი საგოლე მოქმედება აღმოჩნდა.
ბრემენელები სამჯერ იგებდნენ, თუმცა სამივეჯერ ჰაიდენჰაიმმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა - უკანასკნელი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გავიდა, როცა სტუმრებმა საბოლოო ანგარიში პირდაპირ საჯარიმო დარტყმით შეძლეს.
ზივზივაძემ ამ მატჩისთვის გამოცემა SofaScore-სგან თავის გუნდში ძირითადში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი, 7.2 შეფასება მიიღო.
ჰაიდენჰაიმმა ბუდუს მისვლის შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი არ წააგო - მაინცის დამარცხების შემდეგ გუნდმა ბრემენიდან მნიშვნელოვანი ქულა წამოიღო, 14 დააგროვა და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები