4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-16 ტურში, უნიონ ბერლინთან მატჩში, ჰაიდენჰაიმის რიგებში ბუდუ ზივზივაძის დებიუტი შედგა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, რომელიც ჰაიდენჰაიმში რამდენიმე დღის წინ გადავიდა, მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 2:0 გამარჯვებაში უშუალო მონაწილეობა მიიღო.
ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. 37-ზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, რამაც ჰაიდენჰაიმის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა ზივზივაძის ძლიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ბეკმა საჯარიმოში ყველას დაასწრო და მატჩის მეორე გოლი გაიტანა.
ზივზივაძემ სრული მატჩი ჩაატარა და გამოცემა SofaScore-სგან 7.3 შეფასება მიიღო.
ჰაიდენჰაიმმა ბუნდესლიგაში ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა (სეზონში მე-4), 13 ქულა დააგროვა და მე-16 პოზიციაზე რჩება, ბერლინი კი 17 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები