მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში დორტმუნდმა სიგნალ იდუნა პარკზე ლევერკუზენი მიიღო. საოცარი გამოვიდა მატჩის საწყისი 19 წუთი, რადგან გულშემატკივარმა 4 გოლი იხილა.
ანგარიში პირველივე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ლევერკუზენი ნათან ტელამ დააწინაურა, მე-8 წუთზე უკვე პატრიკ შიკმა გაიტანა გოლი და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მე-12 წუთზე ჯეიმი გიტენსმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა მე-19 წუთზე შიკმა დუბლი შეასრულა და სხვაობა კვლავ ორბურთიანი გახადა. პირველი ტაიმი ბაიერის გამარჯვებით 1-3 დასრულდა.
მეორე ტაიმი ასეთი უხვგოლიანი აღარ გამოდგა. ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე გავიდა, როცა სერუ გირასიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.
დარჩჩენილი დრო დორტმუნდს აღარ ეყო მინიმუმ ქულის ასაღებად და შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 2-3 დასრულდა.
ლევერკუზენს ყველა ტურნირზე 9-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, ჩაბი ალონსოს გუნდს ბუნდესლიგაში ჩატარებული 16 შეხვედრის შემდეგ 35 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა. ლიდერ ბაიერნთან ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულაა, თუმცა მიუნხენურ გუნდს ამ ტურში თავისი მატჩი ჩასატარებელი აქვს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები