2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუდუ ზივზივაძემ თავის ახალ გუნდ ჰაიდენჰაიმში პირველი ვარჯიში უკვე გამართა. ქართველმა კლუბის არხთანაც გააკეთა კომენტარი.
"ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, რომ ტოპ 5 ლიგაში მეთამაშა. როცა მივიღე ინტერესი ჰაიდენჰაიმიდან, არ იყო ადვილი გადაწყვეტილების მიღება კარლსრუეში გულშემატკივრების მხრიდან არსებული სიყვარულის გამო და ასევე იქ ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი.
თუმცა ჩემი ოცნება იყო ბუნდესლიგის მოთამაშე ვყოფილიყავი და როცა ამის შანსი მივიღე, არ მინდოდა ეს დამეკარგა. ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე დღეში ბუნდესლიგაში ვითამაშებ.
მე მოედანზე ბევრს ვშრომობ, გოლების გატანა მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს ჩემი გოლებითა და კარგი თამაშებით დავეხმარო." - განაცხადა ბუდუმ ჰაიდენჰაიმის არხთან საუბარში.
ფოტო: ზივზივაძე ახალ გუნდს შეუერთდა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები