სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
9 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯანლუიფი ბუფონმა ისაუბრა, რომელი ფორვარდის წინააღმდეგ უჭირდა თამაში ყველაზე მეტად.
„მატჩებისთვის სპეციალურად ემზადები გამომდინარე იქიდან, ვის წინააღმდეგ მოგიწევს თამაში. კარიერის დასაწყისში, მახსოვს, რომ კრისტიან ვიერი მიტანდა ხშირად, იმიტომ რომ დაუჯერებელ ფიზიკურ ძალას ფლობდა, რომელიც მხოლოდ მე კი არა, მცველებიც ჩიხში შეყავდა.
თანამედროვე ფეხბურთელებიდან კრიშტიანუ რონალდუს დავასახელებ - ის ყოველთვის მიტანდა. დაუჯერებელია. უნდა ვთქვა, რომ ბრაზი, რომელსაც ის ავლენდა მატჩებში გარკვეული მოძრაობებით და ქმედებებით, სხვა არავისგან არ მინახავს. მას ეტყობოდა ის ენერგია, რომელიც ყველაფრის ნებისმიერ ფასად გაკეთებისკენ უბიძგებდა.
მესიც უნიკალურია, დაუჯერებელ რაღაცებს აკეთებდა. გამიმართლა რომ უდიდეს ჩემპიონებს ვეთამაშებოდი, მაგალითად ზიდანსაც. გამოვრიცხავ იტალიელებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არიან.
რონალდინიო, რონალდო ფენომენი - მე ბევრი უნიკალური ჩემპიონის წინააღმდეგ მითამაშია." - აღნიშნა იუვენტუსის ექს-მეკარემ.
კომენტარები