სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს მე-10 ტურში იუვენტუსი საკუთარ კედლებში პარმას დაუზავდა.
შეხვედრა ალიანც სტედიუმზე გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.
პირველი ტაიმში სტუმრები წინ ჯერ პრატოს (3') გოლით გავიდნენ, შემდეგ კი, 31-ზე მაკკენის მიერ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, 38-ზე სომმა პარმა კვლავ წინ გაიყვანა და ტაიმი მოაგებინა.
შესვენების შემდეგ ტიმოტი ვეამ ანგარიში მალევე გაათანაბრა, თუმცა ტიაგო მოტას გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო და სერია ა-ში მორიგი ქულები დაკარგა.
საწყის რვა ტურში 1 გოლის გაშვების შემდეგ, იუვენტუსმა ბოლო 2 მატჩში საკთარ კარში 6 მიიღო (ინტერთან 4:4) და ზედიზედ მეორედ ფრე ითამაშა.
იუვემ 18 ქულა დააგროვა და ცხრილის მესამე ადგილზე ატალანტას (19) ჩანაცვლება ვერ შეძლო, პარმას ანგარიშზე კი 9 ქულაა, გუნდი ზედიზედ 4 მატჩია ფრეს თამაშობს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები