-
Aa
+
ფონტის ზომა
სპორტულ-ანალიტიკური გვერდი Opta საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს. ინგლისის ჩემპიონშიფში თამაშიდან შექმნილი შანსებით გიორგი ჩაკვეტაძე ლიდერობს.
ქართველ ნახევარმცელს ჯამში 21 საგოლე შანსი აქვს შექმნილი, რაც საშუალოდ 90 წუთში 2.5 შანსს უდრის.
ამ მხრივ საუკეთესო მოთამაშეების სია კი ასეთია.
გიორგი ჩაკვეტაძე - 21 - საშუალოდ 2.5
ფინ აზაზი - 15 - საშუალოდ 1.9
დანკან უოტმორი - 15 -საშუალოდ 2.0
ტომ ფილოუზი - 15 - საშუალოდ 2.1
ჯობ ბელინგემი - 14 - საშუალოდ 1.6
ჯუნიორ ფირპო - 13 - საშუალოდ 1.5
ვილფრიდ გნონტო - 13 - საშუალოდ 1.5
პატრიკ რობერტსი - 13 - საშუალოდ 1.6
კალუმ ო'ჰარი - 13 - საშალოდ 1.7
სკოტ ტუინი - 12 - საშუალოდ 1.8
ინგლისის ჩემპიონშიფში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ უოტფორდი 16 ქულით მე-6 ადგილზეა და პირველადგილოსან სანდერლენდს 3 ქულით ჩამორჩება, გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე კი 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები