სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდის ოფიციალურ გვერდთან კრიშტიანუ რონალდუსა და მის წინააღმდეგ თამაშის ემოციებზე ისაუბრა.
რატომ არის შენი კერპი რონალდუ?
"მისი პირველად ნახვის შემდეგ მისი სათამაშო სტილი მაშინვე შემიყვარდა, მისი მრავალმხრივი უნარები, ტექნიკა, გოლები, საქმისადმი სიყვარული და ფეხბურთისადმი მიდგომა."
როგორი გრძნობა იყო პორტუგალიისა და რონალდუს წინააღმდეგ თამაში?
"ძალიან ემოციური იყო, როცა მოედანზე რონალდუსთან ერთად ვიყავი. ზოგადადაც ძალიან ემოციური მატჩი იყო, რადგან მოვიგეთ და 1/8 ფინალში გავედით. შედეგად ბევრი მიზეზია, რომ ეს დღე ჩემი მთელი ცხოვრება დავიმახსოვრო და ამით ვიამაყო."
სცადე მისი მაისურის მიღება?
"სიმართლე რომ გითხრათ, ისეთ ემოციებში ვიყავი, ამაზე არც მიფიქრია! როცა გამახსენდა, უკვე გასახდელში ვზეიმობდით და ჩემმა გუნდელმა (ხვიჩა კვარაცხელია) უკვე გაუცვალა მას მაისური."
რუნისთან საუბარი, რონალდუს წინააღმდეგ თამაში - ჩაკვეტაძის ვრცელი ინტერვიუ
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები