სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უოტფორდის ოფიციალურმა გვერდმა გიორგი ჩაკვეტაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
გიორგი, ამ სეზონში შენი პერფორმანსებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინე, რა არის ამის საიდუმლო?
"ვცდილობ და მეტს ვმუშაობ იმ კომპონენტებზე, რომლის განვითარებაც მჭირდება. ამაში ბევრ დროს ვახარჯავ და მოტივაციაში ვიყენე, რათა მეტად სრულყოფილი მოთამაშე გავხდა, რომელიც ძლიერი, მრავალმხრივი და გუნდისთვის მეტად სასარგებლოა."
შეიძლება ნომრის შეცვლამ 16-დან 8-ზე გავლენა იქონია, რა იყო ამის მიზეზი?
"მიყვარს 8 ნომერი, მაგრამ თავისუფალი არ იყო, როცა აქ გადმოვედი, ამიტომ სხვა ნომრით ვთამაშობდი. როცა ჯეიკ ლივერმორი წავიდა, ნომერი გათავისუფლდა და კლუბს ვკითხე თუ შემეძლო ნომრის შეცვლა, ისინი დამთანხმდნენ და ამით კმაყოფილი ვიყავი, რადგან ამ ნომრით თამაში მომწონს."
ერთი რამ, რაც ყველაზე შთაბეჭდილებას ახდენს, შენი ბურთის ტარების უნარია მისი დაკარგვის გარეშე. როგორ აკეთებ ამას?
"პრაქტიკა უკეთესს ხდის!"
უეინ რუნიმ პლიმუთთან მატჩის შემდეგ ლიგაში საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელათ, როგორი შეგრძნებაა?
ძალიან მიხარია და ვამაყობ. რუნის ბევრი თამაში მაქვს ნანახი, ის დიდებული მოთამაშე იყო და ლეგენდაა. როცა ის ასეთ რამეს ამბობს, ეს სამოტივაციოდ უნდა მიიღო."
რუნი თამაშის შემდეგ დაგელაპარაკათ, როგორ წარიმართა დიალოგი?
"ის თამაშის მერე მესაუბრა და მითხრა, რომ ჩემი სათამაშო სტილი მოსწონს და წარმატებები მისურვა. მასთან საუბრის შემდეგ უკვე ვიცი, რომ ის მოედანს გარეთაც ძალიან კარგი ადამიანია."
რატომ არის შენი კერპი რონალდუ?
"მისი პირველად ნახვის შემდეგ მისი სათამაშო სტილი მაშინვე შემიყვარდა, მისი მრავალმხრივი უნარები, ტექნიკა, გოლები, საქმისადმი სიყვარული და ფეხბურთისადმი მიდგომა."
როგორი გრძნობა იყო პორტუგალიისა და რონალდუს წინააღმდეგ თამაში?
"ძალიან ემოციური იყო, როცა მოედანზე რონალდუსთან ერთად ვიყავი. ზოგადადაც ძალიან ემოციური მატჩი იყო, რადგან მოვიგეთ და 1/8 ფინალში გავედით. შედეგად ბევრი მიზეზია, რომ ეს დღე ჩემი მთელი ცხოვრება დავიმახსოვრო და ამით ვიამაყო."
სცადე მისი მაისურის მიღება?
"სიმართლე რომ გითხრათ, ისეთ ემოციებში ვიყავი, ამაზე არც მიფიქრია! როცა გამახსენდა, უკვე გასახდელში ვზეიმობდით და ჩემმა გუნდელმა (ხვიჩა კვარაცხელია) უკვე გაუცვალა მას მაისური."
რომელია შენი ფავორიტი მაისურის გაცვლა?
"ერთხელ მაისური ედინ ჯეკოს გავუცვალე, როცა გენტში ვთამაშობდი და რომას შევხვდით ევროპა ლიგაზე."
გაიხსენე საინტერესო ისტორია ევროპის ჩემპიონატიდან.
"ერთ მომენტს ვერ ავარჩევ. ეს ძალიან დასამახსოვრებელი ზაფხულ იიყო ბევრი საოცარი მომენტით. ეს იყო თავგადასავალი და მომავალში მინდა, რომ ჩემმა ქვეყანამ ბევრი ასეთი თავგადასავალი გაიაროს. იმედია, ამაში დავეხმარები."
ეს ისტორიული სვლა იყო - იგრძენი, რომ მსოფლიომ თქვენი გუნდის ხარისხი საბოლოოდ გაიცნო?
"ვგრძნობ, რომ მსოფლიოს ჩვენი თავი გავაცანით და საფეხბურთო რუკაზე ჩვენი სახელი დავიტანეთ. ყველამ გაგვიცნო, ეს ჩვენი პირველი დიდი ტურნირი იყო და მათ ჩვენი ძლიერი მხარეები ნახეს. ვფიქრობ, ბევრი არაქართველი გულშემატკივარი შევიძინეთ."
თქვენმა გუნდმა ღირსების ორდენები მიიღეთ, როგორი შეგრძნებაა ასეთი აღიარება?
"ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო და ვამაყობ, რომ ასეთი ჯილდო მივიღე."
საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა საოცრად მხარდამჭერი გულშემატკივრებით, რთულია გარეთ გასვლა?
"თითქმის ყველგან მცნობენ, ისე ვერსად გავდივარ, რომ არ გამაჩერონ. სადაც არ უნდა წავიდე, უდიდეს სითბოს ვგრძნობ და გულშემატკივრისგან ასეთი ენერგიის მიღება მიყვარს. ქართველები ძალიან თბილი ხალხი არიან. როცა ხალხს ასე ძალიან უყვარხარ, ეს უდიდეს მოტივაციასა და ენერგიას გაძლევს."
უოტფორდის გულშემატკივრებშიც ძალიან პოპულარული ხარ და ცნობილ სიმღერასაც გიძღვნიან, როგორი გრძნობაა?
"დიახ, ვიცი ამის შესახებ. ეს სიმღერა ძალიან მიყვარს და ხანდახან მეც ვმღერი ხოლმე."
ეს ნიშნავს, რომ ლედი გაგას ფანი ხარ?
"ის კარგი მუსიკოსია, მადლობა მას ამ სიმღერისთვის."
როგორ შეეგუე ინგლისში ცხოვრებას?
"აქ ერთ წელზე მეტია ვარ და დაპტაცია ქვეყანასთან კარგად გავიარე. ინგლისში ცხოვრება მომწონს და უკვე ეს ჩემი მეორე სახლია."
რა განსხვავებაა ინგლისსა და საქართველოს შორის?
"ყველაზე დიდი სხვაობა ამინდია."
როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
"მეგობრებთან ერთად დროის გატარება მომწონს, ასევე ვთამაშობ ვიდეოთამაშებს, ვუყურებ ფილმებსა და სერიალებს, მომწონს იუთუბზე ვიდეოების ყურებაც."
რა მოგწონს ინგლისურ კულტურაში ყველაზე მეტად?
"ყველაზე მეტად ხალხის საქმისადმი მიდგომა მომწონს. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებულია."
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები