რომან დოლიძის მომდევნო ბრძოლასთან დაკავშირებით სიახლეებია.
"მოგესალმებით მეგობრებო, ვარჯიშზე მივდივარ. დილიდან კარგი ამბები მოვიდა ბრძოლაზე, მაგრამ არ არის ბრძოლა, რაც მე მინდოდა.
ვფიქრობ, ის ბრძოლა არ არის რისი ღირსიც ვარ, მაგრამ ვის ანაღვლებს, მაინც მოვაწერ კონტრაქტს ხელს და შევხვდებით აგვისტოში კიდევ ერთ საღამოს მთავარ ბრძოლაზე, კიდევ ერთი 5 რაუნდი. შევხვდებით ძალიან მალე." - თქვა დოლიძემ სოციალურ ქსელში დადებულ ვიდეოში.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველის მეტოქე ენტონი ერნანდესი იქნება, რომელიც საშუალო წონის რეიტინგში მე-9 პოზიციაზეა.
ღონისძიება 9 აგვისტოს ნევადაში, UFC Apex-ში გაიმართება.