უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არსენალის დამარცხებისა და ფინალში გასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ CBS Sports-თან კომენტარი გააკეთა.
"დიდებული გრძნობაა. აქ გადმოსვლის შემდეგ ყველაფერი სწრაფად მოხდა, მე უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვარ, ეს ოცნების ასრულებაა.
ვფიქრობ, ეს მძიმე შრომისა და პროცესის ნდობის შედეგია. მიხარია, რომ აქ ვარ ამ ბიჭებთან ერთად, ამ კლუბში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
ნამდვილად რთული სტარტი იყო, მათ ძალიან კარგად დაიწყეს და გოლის გატანის ბევრი შანსი ჰქონდათ, თუმცა ვცადეთ, რომ ჩვენი თამაში გვეთამაშა და შეგვექმნა საგოლე შანსები. ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ.
ეს რთული მატჩი იყო, რადგან არსენალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მათ აჩვენეს, რომ ძალიან კარგად თამაში შეუძლიათ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში." - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.
პსჟ ფინალში ინტერს დაუპირისპირდება. მატჩი 31 მაისს, მიუნხენში გაიმართება.
ფოტოისტორია: ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან!