ლუის ენრიკემ კილიან მბაპეს წასვლაზე ისაუბრა.
„მბაპეს წასვლა სამწუხარო ამბავი იყო, თუმცა ფეხბურთელებმა ეს გამოწვევად მიიღეს.
რა თქმა უნდა, კილიანთან ერთად მუშაობის გაგრძელებას ვისურვებდი, თუმცა ჩემი ფეხბურთელები მის წასვლას უმაღლესი დონის თამაშით პასუხობენ.
მირჩევნია, 4 ფეხბურთელი მყავდეს, რომლებიც 12 გოლს გაიტანენ, ვიდრე ერთი და 40-გოლიანი." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
მბაპე პსჟ-დან რეალში გასულ ზაფხულს გადავიდა.