გერმანიის ქალაქი მიუნხენი ჩემპიონთა ლიგის ფინალს ისტორიაში მეხუთედ უმასპინძლებს.
31 მაისს გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს პსჟ და ინტერი დაუპირისპირდებიან.
საინტერესოა, რომ წინა ოთხ შემთხვევაში, გამარჯვება ისეთ გუნდს დარჩა, რომელსაც იქამდე ჩემპიონთა ლიგა მოგებული არ ჰქონია. ბედის ირონიით, ფინალში ასეთი გუნდი წელსაც გავიდა - პსჟ, რომელსაც ჯერ ჩემპიონთა ლიგა არ აქვს მოგებული. ინტერმა კი აღნიშნული ტიტული ისტორიაში 3-ჯერ მოიგო.
მიუნხენში გამართული ფინალები:
ნოტინგემი 1:0 მალმიო (1978/79) - ოლიმპიაშტადიონი
მარსელი 1:0 მილანი (1992/93) - ოლიმპიაშტადიონი
დორტმუნდი 3:1 იუვენტუსი (1996/97) - ოლიმპიაშტადიონი
ჩელსი 1:1 ბაიერნი, პენალტებში ინგლისელებმა მოიგეს (2011/12) - ალიანც არენა.