ტენდენცია 2008 წლიდან მიმდინარეობს.
ბოლო 17 სეზონია, ჩემპიონთა ლიგეს იგებს ან რეალი, ან ბარსელონა, ან გუნდი, რომელმაც ერთ-ერთი მათგანი გამოაგდო.
2008: მანჩესტერ იუნაიტედი (გამოაგდო ბარსელონა)
2009: ბარსელონა
2010: ინტერი (გამოაგდო ბარსელონა)
2011: ბარსელონა
2012: ჩელსი (გამოაგდო ბარსელონა)
2013: ბაიერნი (გამოაგდო ბარსელონა)
2014: რეალი
2015: ბარსელონა
2016: რეალი
2017: რეალი
2018: რეალი
2019: ლივერპული (გამოაგდო ბარსელონა)
2020: ბაიერნი (გამოაგდო ბარსელონა)
2021: ჩელსი (გამოაგდო რეალი)
2022: რეალი
2023: სიტი (გამოაგდო რეალი)
2024: რეალი
წელს რეალი ტურნირიდან არსენალმა გამოთიშა, ბარსელონა კი - ინტერმა. თუ ლონდონური გუნდი თავადაც დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას, მილანელები, თავის მხრივ, ფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდებიან.