ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა დაიმსახურა.
„ბარსელონამ ორი მატჩის ჯამში 6 გოლი გაიტანა და ვინმესთვის რომ გვეთქვა, რომ ისინი ნახევარფინალში ამდენს გაიტანდნენ და გავარდებოდნენ, არ დაგვიჯერებდნენ.
მათ ფინალში გასვლა შეეძლოთ და სიმართლე უნდა ითქვას, დაიმსახურეს კიდეც. შედეგი ცოტა უცნაური გამოვიდა. თუმცა, ფინალში ბარსელონასთან დაპირისპირება ჩემთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნებოდა.
ჩვენ რომ ასეთ დონეზე არ ვყოფილიყავით, მოხარული ვიქნებოდი, ფინალში რომ ბარსელონა გასულიყო და ეს ტურნირი მოეგო კიდეც.
ვიცი, რომ პსჟ ბარსელონასი დიდი სიმპათიებით არ სარგებლობს, თუმცა ასეთია ცხოვრება, მე კი უბრალოდ ჩემს სამუშაოს ვასრულებ." - აღნიშნა პსჟ-ს მოქმედმა და ბარსას ექს-თავკაცმა.