ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით თავის სადებიუტო სეზონში შესაძლოა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.
ქართველი სუპერვარსკვლავი პსჟ-ს ამ წლის იანვარში შეუერთდა და უკვე მოასწრო საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება. ასევე, მაისის ბოლოს ითამაშებს საფრანგეთის თასის და ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც.
თასის ფინალში პსჟ-ს და კვარას მეტოქე რეიმსი იქნება, ჩემპიონთა ლიგის კი - ინტერი.
გამარჯვების შემთხვევაში, პსჟ-ს მაისურით გატარებულ არასრულ ექვს თვეში კვარაცხელიას უკვე ექნება ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოგებული ფრანგული კლუბის მაისურით.
საინტერესოა, რომ სადებიუტო სეზონში ტიტულების მოგება კვარას ევროპული კარიერისთვის ახალი ხილი არ არის - ნაპოლის მაისურით თავის პირველივე სეზონში ქართველმა გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი 33 წლის შემდეგ პირველად მოიგო.