ჯანლუიჯი დონარუმამ პსჟ-ში დარჩენის სურვილი გამოთქვა.
ფეხბურთელს კონტრაქტი 2026-ს ზაფხულში ეწურება და გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ფინანსურ საკითხზე ვერ თანხმდებიან. პარალელურად, იტალიელი მეკარით ინტერი ინტერესდება.
„კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და თუ პსჟ-ს უნდა, რომ დავრჩე, მაშინ დავრჩები.
მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა საჭირო, თუმცა ყველაფერი კლუბის ხელშია." - აღნიშნა იტალიელმა მეკარემ.