Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
Geo Team-ის ინფორმაციით, დღეს გიორგი ჩაკვეტაძე მინდორზე მსუბუქად ივარჯიშებს, ხვალ კი გუნდთან ერთად ჩაერთვება საწვრთნელ პროცესში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფის გასულ ტურში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. ერთი შეხედვით დაზიანება მძიმე ჩანდა, რადგან ჩაკვე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, თუმცა საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი იყო. გიორგის უბრალოდ წელი გაუშეშდა.
ახლა კი ნახევარმცველი გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს და მომდევნო მატჩისთვის მოემზადება.
21 სექტემბერს უოტფორდი ნორვიჩს ესტუმრება. გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე 5 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, ტომ კლევერლის გუნდი კი 10 ქულით მე-5 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები