მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ჩემპიონშიფის 24-ე ტურში უოტფორდმა საკუთარ კედლებში კარდიფს უმასპინძლა. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.
შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და სამივე პირველ ტაიმში. ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე სტუმრები კალუმ რობინსონმა დააწინაურა.
38-ე წუთზე ანგარიში ჩაკვეტაძემ გაათანაბრა. ქართველმა ჩაწოდების შემდეგ ბურთი საჯარიმოში მიიღო და კარისკენ ზუსტად გადაგზავნა.
უოტფორდმა ტაიმის ამ ანგარიშით დასრულება ვერ შეძლო. 42-ე წუთზე კალუმ რობინსონმა დუბლი შეასრულა და საბოლოოდ კარდიფს პირველ ტაიმთან ერთად მატჩიც მოაგებინა.
23 მატჩის შემდეგ უოტფორდს 37 ქულა რჩება და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, რაც პრემიერ ლიგაში ასასვლელი პლეიოფის ზონაა.
გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები