მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩავი ერნანდესის თქმით, მის ოჯახს ბარსელონა ყოველთვის უყვარდა.
„არასდროს არ დამავიწყდება ის დღე, როცა ბაბუამ კამპ ნოუზე, ჟოან გამპერის თასის აღსანიშნავად მთელი ოჯახი დაპატიჟა.
ჩვენთვის ბარსა არის გაცილებით მეტი, ვიდრე ფეხბურთი - თითქმის რელიგიაა. როცა მოედნის ცენტრში ბერნდ შუსტერი დავინახე მისი ოქროსფერი თმით, გაოცებული დავრჩი. გუნდის თამაშით, სტადიონით, კლუბით...
როცა ბარსელონამ დამიძახა, ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი დღე მქონდა. მას შემდეგ, რაც პროფესიონალი გავხდი, ფეხბურთს სხეული და სული დავუთმე: განრიგი, დისციპლინა, დიეტა. ჩემთვის ეს არც ისე რთული იყო, იმიტომ რომ ამ საკითხში ოჯახში საკმაოდ მკაცრი წესები გვქონდა." - აღნიშნა ბარსას ექს-ფეხბურთელმა და მწვრთნელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები