Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგს დამაჯერებლად მოუგო.
შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ორივე გოლი შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, მე-40 და 63-ე წუთებზე.
53-ე წუთზე როდრიგესმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ვიდეორეფერი ჩაერია საქმეში, რომელმაც რამდენიმე წუთით ადრე მიქაუტაძეზე ბოლო იმედის ჯარიმა შენიშნა, რის გამოც ლუქსემბურგს გატანილი გოლი გაუუქმეს, კაცი გაუძევეს და მათ კარში სახიფათო ჯარიმაც დაინიშნა.
ჯარიმა ლევან შენგელიამ უზადოდ შეასრულა, თუმცა სტუმართა კარი ხარიხამ იხსნა.
ამ გამარჯვებით საქართველო ფინალში გავიდა და ევრო 2024-მდე ერთი ნაბიჯი აშორებს - ფინალის მეტოქე მოგვიანებით, საბერძნეთის და ყაზახეთის დაირისპირებაში გაირკვევა.
კომენტარები
7 საათის წინ
6 საათის წინ
23 წუთის წინ
5 საათის წინ