9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრობასკეტ 2025-ზე 24 გუნდი იასპარეზებს, უკვე ცნობილია 20 გუნდის ვინაობა.
მასპინძლები - კვიპროსი, ფინეთი, ლატვია, პოლონეთი
ჯგუფიდან გასულები - სერბეთი, ლიეტუვა, სლოვენია, ისრაელი, თურქეთი, იტალია, ესპანეთი, ბელგია, საბერძნეთი, საქართველო, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ბოსნია, პორტუგალია.
საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება, ევრობასკეტის დარჩენილი 4 საგზურისთვის 6 გუნდი იბრძოლებს - B ჯგუფიდან ან ისლანდია გავა ან უნგრეთი, D ჯგუფიდან კი 3 გუნდს შეეძლება გასვლა (გერმანია, მონტენეგრო, შვედეთი და ბულგარეთი)
ევრობასკეტ 2025 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტურნირს 4 ქვეყანა უმასპინძლებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები