-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თბილისი არენაზე დანია მიიღო.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამამდე უცნობი იყო.
საბოლოოდ მძიმე ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა 62-60 იმარჯვა და ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ გავიდა.
ჩვენი გუნდიდან გამორჩეულები თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე იყვნენ.
კაპიტანმა 35 წუთში 19 ქულა, 13 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ 11-დან 10 საჯარიმო ზუსტად შეასრულა.
დუდა სანაძემ კი 31 წუთში 16 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, მისი თამაში განსაკუთრებით გამორჩეული ბოლო მეოთხედში იყო.
საქართველოს ნაკრებს აქამდე 5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017 და 2022) აქვს ნათამაშები, 2025-ში კი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ვიასპარეზებთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები