იტალიასთან მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფიბამ გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველო-იტალიის შეხვედრაში თორნიკე შენგელიამ მსაჯებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც თამაშის დატოვება მოუწია.
ფიბამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფულადი ჯარიმა დაუწესა, საბერძნეთთან მატჩის გამოტოვება კი მას არ ემუქრება.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-3 მატჩში საქართველო საბერძნეთს დღეს 16:00 საათზე დაუპირისპირდება.
საბერძნეთმა ისევ გამანადგურებლად მოიგო, ესპანეთმა პირველად იმარჯვა - სიტუაცია საქართველოს ჯგუფში