სლოვენიელ სუპერვარსკვლავ ლუკა დონჩიჩს ეროვნულ ნაკრებში 1011 ქულა დაუგროვდა.
დონჩიჩს საფრანგეთთან მატჩში ისტორიული მიღწევისთვის 28 ქულა სჭირდებოდა. ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავმა კი შეხვედრა 39 ქულით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 8 მოხსნით დაასრულა.
ამ შედეგით კი მან სლოვენიის ნაკრებში 1000-ქულიანი ნიშნული გადალახა ოფიციალურ ტურნირებზე.
მიმდინარე ევრობასკეტზე დონჩიჩმა პოლონეთთან 34 ქულა მიითვალა, საფრანგეთთან კი - 39, თუმცა სლოვენიამ ორივე მატჩი წააგო.
მომდევნო მატჩს დონჩიჩის გუნდი დღეს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს და მიმდინარე გათამაშებაში პირველი მოგების გაფორმებას შეეცდება (16:00).