სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში, საგურამოში დასკვნითი ვარჯიში გამართა. ვარჯიშამდე ზურიკო დავითაშვილმა მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.
"მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა. ვემზადებით, ვვარჯიშობთ და იმედია, რომ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, მოედანზე გადავიტანთ და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ თამაშს.
დიდი ხანია ბათუმში არ მითამაშია. ძალიან კარგი სტადიონია, სადაც ყოველთვის შესანიშნავი გარემოა. ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენს გვერდით იქნება მთელი თამაშის განმავლობაში და ერთად დავამარცხებთ მეტოქეს". - დავითაშვილის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ციტირებს.
15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ბათუმში გაემგზავრება, სადაც აჭარაბეთ არენაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. მატჩი 16 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.
კიტეიშვილი: "გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაშები გველის"
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები