Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ზურიკო დავითაშვილმა ფრანგულ პრესასთან საქართველოსთვის ისტორიული დღეები გაიხსენა.
26 მარტს საქართველომ საბერძნეთს პლეიოფის ფინალში პენალტები მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვდა. ზურიკომ მატჩისშემდგომ სერიაში თავისი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
„დიდებული დღეები იყო. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ჩვენი კვალი დავტოვეთ. იმედია, ნაკრების შემდეგ, ჟირონდინულ კლუბშიც მექნება ასეთი დღეები.
პენალტის დარტყმის დროს დიდ ზეწოლას ვგრძნობდი, თუმცა ამისთვის მზად ვიყავი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ლიგა 1-ში დაწინაურება კვლავ ჩვენს მიზნად რჩება, ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ რთული იქნება.
ჩემი მომავალი? ბორდოსთან კონტრატქი მაკავშირებს და სანამ ასეა, სულ ბოლომდე დავიხარჯები." - ციტირებს ზურიკოს სიტყვებს Girondins33.
ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ბორდო მე-12 ადგილს იკავებს და პლეი-ოფში მონაწილეობის მომტან მეხუთე ადგილს 8 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები
8 საათის წინ
11 საათის წინ
10 საათის წინ
4 საათის წინ