Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტატისტიკის მიხედვით, დებიუტანტი ყველა ევროპის ჩემპიონატს ჰყავდა.
1960 წლიდან ყველა ტურნირზე ერთი ქვეყნის ნაკრები მაინც იყო ისეთი, რომლისთვისაც ის ევროპის ჩემპიონატი პირველი იყო. ახლა კი ევრო 2024-ზე ერთადერთი დებიუტანტი მხოლოდ საქართველოს ნაკრები შეიძლება იყოს.
1960 - სსრკ, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, საფრანგეთი
1964 - ესპანეთი, დანია, უნგრეთი
1968 - იტალია, ინგლისი
1972 - დასავლეთ გერმანია, ბელგია
1976 - ნიდერლანდები
1980 - საბერძნეთი
1984 - რუმინეთი, პორტუგალია
1988 - ირლანდია
1992 - შვედეთი, შოტლანდია
1996 - შვეიცარია, ხორვატია, თურქეთი, ბულგარეთი
2000 - სლოვენია, ნორვეგია
2004 - ლატვია
2008 - ავსტრია, პოლონეთი
2012 - უკრაინა
2016 – ისლანდია, ჩრდ.ირლანდია, უელსი, ალბანეთი
2020 - ფინეთი, ჩრდ.მაკედონია
ევრო 2024-ზე გასული 21 გუნდიდან კი არცერთისთვის არ იქნება ეს სადებიუტო ტურნირი, დარჩენილი 3 ფინალური მატჩიდან კი მხოლოდ საქართველოს ნაკრებს არ აქვს მონაწილეობა მიღებული ევროპის დიდ ფორუმზე.
26 მარტს (21:00) საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე საბერძნეთს უმასპინძლებს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შეეცდება.
წყარო: 22 მოთამაშე
კომენტარები
7 საათის წინ
1 დღის წინ
9 საათის წინ
3 საათის წინ