სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ჩოგბურთს ტრავმების გამო 2022-ში დაემშვიდობა, თუმცა გამოსამშვიდობებელი მატჩი ახლა ჩაატარა.
თავისი კარიერის ბოლო მატჩი დელ პოტრომ სამშობლოში - ბუენოს აირესში, 15 ათასი მაყურებლის წინაშე, ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ გამართა. სერბი ლეგენდა დათანხმდა და თავის ყოფილ მეტოქეს და კარგ მეგობარს გამოსამშვიდობებელ მატჩზე დათანხმდა.
საკუთრი პუბლიკის წინაშე დელ პოტრომ ჯოკოვიჩი 6:4 7:5 დაამარცხა და ტრავმებით დატანჯულ კარიერას საბოლოო წერტილი დაუსვა.
„არ ვიცნობ არცერთ ადამიანს, ვისაც ხუან მარტინ დელ პოტრო არ უყვარს. ის არის ყველა ჩვენგანის მაგალითი და მისი უდიდესი მიღწევა ცხოვრებაში არის ის, რომ დიდებული ადამიანია." - აღნიშნა ნოვაკმა მატჩის შემდეგ.
არგენტინელის თქმით, მუხლის ტრავმა მას სპორტიდან წასვლიდან 2 წლის შემდეგაც ახსენებს თავს. იმდენად, რომ მას დისკომფორტის გარეშე კიბეზე ასვლაც კი არ შეუძლია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები