16 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ATP-ს სეზონის შემაჯამებელი ტურნირი დიდი სამეულის წევრების გარეშე გაიმართება.
ტურნირს ტურინი, 10-17 ნოემბერს უმასპინძლებს. ერთადერთი ჩოგბურთელი დიდი სამეულიდან, რომელსაც წელს შემაჯამებელში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა - ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, თუმცა სერბი ტურნირიდან, მისივე თქმით, ტრავმის გამო ჩაეხსნა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2001 წლის შემდეგ პირველად, შემაჯამებელი ტურნირი ფედერერის, ნადალის ან ჯოკოვიჩის გარეშე გაიმართება.
ფედერერმა კარიერა 2022 წელს დაასრულა, რაფა ჩოგანს ლურსმანზე ამ თვეში, დევისის თასზე ჩამოკიდებს, ნოვაკმა კი სეზონი ნაადრევად დაასრულა.
2001 წელს სეზონის შემაჯამებელში მონაწილეობა გუსტავო კუერტენმა, ლეიტონ ჰიუიტმა, ანდრე აგასიმ, ხუან კარლოს ფერერომ, იევგენი კაფელნიკოვმა, პატრიკ რაფტერმა, სებასტიან გროსჟანმა და გორან ივანიშევიჩმა მიიღეს. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ავსტრალიელი ჰიუიტი და ფრანგი გროსჟანი ხუთსეტიან ფორმატში დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ავსტრალიელს, 6:3 6:3 6:4 დარჩა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები