სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაფაელ ნადალმა აღნიშნა, თუ როგორი უნდა, რომ ხალხს დაამახსოვრდეს.
„ტიტულები, ციფრები - ეს ყველაფერი რა თქმა უნდ არსებობს. ალბათ, ხალხს კარგადაც აქვს შესწავლილი. მაგრამ მე ვისურვებდი, რომ დამიმახსოვრონ როგორც კარგი ადამიანი მალიორკას პატარა სოფლიდან. გამიმართლა, რომ ჩოგბურთში ბიძა მწვრთნიდა,და მყავდა ოჯახი, რომელიც სულ გვერდში მედგა.
მე ვიყავი ბავშვი, რომელიც მიჰყვებოდა ოცნებას, თავდაუზოგავად შრომობდა და მიაღწია იმას, რასაც მიაღწია.
გულწრფელი უნდა ვიყო: ბევრი მუშაობს თავდაუზოგავადად, ყოველდღიურად, მაგრამ მე ძალიან გამიმართლა. ცხოვრებამ ჩოგბურთის დამსახურებით უამრავი კარგი მომენტი მაჩუქა.
მინდა, რომ დამიმახსოვრონ როგორც კარგი ადამიანი და ბიჭი, რომელიც თავის ოცნებას გაჰყვა და მიაღწია იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე უოცნებია." - აღნიშნა ესპანელმა, რომელმაც გუშინ კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები